რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, არიან დაშავებულები – მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, შესაბამისად, ისევ არიან დაშავებულები.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან, სადაც ექიმები დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.
რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი უკიდია მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს. აქციის მონაწილეები ძირითადად ნაგვის ურნებს წვავენ.
აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ პერიოდულად ტოვებენ ტერიტორიას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბრუნდებიან.
რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში