მომიტინგეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს, დემონსტრანტები კი საპასუხოდ პიროტექნიკას ისვრიან

აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის ღონისძიების შემდეგ, მეტრო “რუსთაველისკენ” წავიდა, კვლავ უკან, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სასტუმრო “თბილისი მერიოტის” მიმდებარედ იმყოფებიან, მომიტინგეთა ნაწილი რჩება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ქუჩებზეც. აქციის მონაწილეები არიან ქაშვეთის ტაძრის ეზოშიც.
სპეცრაზმი, რომელიც „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ არის განლაგებული, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. აქციის მონაწილეები კი საპასუხოდ საპოლიციო ძალების მიმართულებით პიროტექნიკას ისვრიან.
დემონსტრანტების მხრიდან ისმის შეძახილები: “საქართველოს საქართველო”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება