სპეცრაზმი „თბილისი მერიოტის“ მიმდებარედ ჩადგა, მომიტინგეები კი რუსთაველის თეატრის წინ იმყოფებიან – დემონსტრანტები პერიოდულად ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს

სპეცრაზმელებმა „თბილისი მარიოტთან“ კორდონი გააკეთეს. პარალელურად, საპოლიციო ძალებს დაკავებული აქვთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის, ასევე, ქაშვეთის მიმდებარე ქუჩები.
რაც შეეხება მომიტინგეებს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მათ რუსთაველის თეატრის წინ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ.
სპეცდანიშნულების რაზმი კი აქციის დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის