ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. პარლამენტის მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
"გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია"; "ცეცხლი ოლიგარქიას"; "ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მოგვიანებით, პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა, აქციის მონაწილეები მოწოდებას დაემორჩილნენ და პროტესტს ტროტუარზე აგრძელებენ.
უწყვეტი პროტესტის 343-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.