რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა, რომლებიც პარლამენტთან არიან შეკრებილები, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღესაც გადაკეტეს.
დღეს, პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ასევე გაშლილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით: “პოლიციელო, ყველა კანონი კანონია?”, “პოლიციელს, ფიცი გაქვს ნათქვამი!”.
ისინი სკანდირებდნენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”, “ძალა ერთობაშია!”.
გზის რამდენიმე წუთის გადაკეტვისა და პოლიციის მოწოდების შემდეგ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო