ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტთან, ტროტუარზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პროტესტის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. ამ დროისთვის, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნა, მოქალაქეები კი პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.
პროტესტის პარალელურად, პარლამენტთან, სადაც კარვებია გაშლილი, ამ დროისთვის 5 ადამიანი შიმშილობს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.