არქივი11 მარტი, 2025, 01:08
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - უშუალოდ პარლამენტის წინ რჩებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
პარლამენტის შენობასთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რჩებიან, ისინი ღამის გათენებას აპირებენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები დღევანდელი საღამოს რუსთაველის გამზირზე გასათენებლად ემზადებიან. მათ ადგილზე მოიტანეს პლედები და წყალი.
როგორც ისინი განმარტავენ, ჯერჯერობით არ აქვთ დაგეგმილი მსგავსი პროტესტის ფორმა იქნება ერთჯერადი თუ სხვა დღეებშიც გაგრძელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.