არქივი11 მარტი, 2025, 21:40
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 104-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს”, “ძირს რუსული პოლიცია”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.