არქივი7 მარტი, 2025, 21:54
პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
"საქართველო ადექი, აჯანყდი"; "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.