არქივი31 დეკემბერი, 2024, 22:21
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან. მიუხედავად ახალი წლის ღამისა, მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ პარლამენტის წინ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ ახალ წელს რუსთაველის გამზირზე ერთად შეხვდნენ. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით - "ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” .
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრებიდან მალევე გზა გადაკეტეს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების პროტესტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.