ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე თვეზე მეტია ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.
აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს BTU-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ლექტორები ვაკის პარკიდან აქცია-მსვლელობით შეუერთდნენ.
დღის დასაწყისში აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვას მოუსმინეს.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გააპროტესტეს.
მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა ინაუგურაციის ფიცი წარმოთქვა და საპოლიციო ძალებმა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩები დატოვეს, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აქციის დაკავებული ექვსივე მონაწილე, მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.