რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს – გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე 30-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
დღეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარში გაიმართა, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მუსიკოსებისა და მსმენელების მარშიც შეუერთდა. აღნიშნული
მარშის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. პროტესტის მონაწილეები გმირთა მემორიალთან რამდენიმე ხნით შეჩერდნენ. დაღუპული გმირების მოსახსენიებლად სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შემდეგ მარში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეჩერდა და შემდეგ პარლამენტთან გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს