ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შემოუერთდნენ.
მსვლელობა ილიას უნივერსიტეტიდან დაიწყო. ისინი სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერებითა და პლაკატებით პარლამენტის წინ მსვლელობით მოვიდნენ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ