რუსეთში 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია უკანონოდ დეპორტირებული | ლუბინეცი

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით უკრაინიდან რუსეთში უკანონოდ 19 540-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.
„არსებობს 19 540-ზე მეტი ოფიციალურად დადასტურებული დეპორტირებული უკრაინელი ბავშვი. თუ ყოველდღე ერთ ბავშვს დავაბრუნებთ, მაშინ 55 წელი დაგვჭირდება“, – თქვა ლუბინეცმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე „თავისუფლება თუ შიში“.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს ახალი საშუალებების ძიებას უკრაინელი ბავშვების სახლში დასაბრუნებლად.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მ 8-დან 18 წლამდე ასაკის კიდევ რვა ბავშვი – ოთხი გოგონა და ოთხი სამშობლოში დააბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა კატარს და UNICEF-ს.
Сьогодні, у День Святого Миколая, повертаємо вісьмох дітей додому. Спільні зусилля здатні створити передріздвяне диво – четверо дівчаток і четверо хлопців віком від 8 до 18 років вже скоро возз'єднаються зі своїми родинами та зустрінуть свята в обіймах своїх близьких в 🇺🇦. pic.twitter.com/R28kdxJpy1— Andriy Yermak (@AndriyYermak) December 6, 2023