ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მერია: უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი მოვახდინეთ

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე "უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრია.
"გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, არ შევიდნენ არაკეთილსინდისიერ გარიგებებში თაღლითურ ჯგუფებთან, რომელიც ჰპირდებიან მათ სახელმწიფო მიწების დაკანონებას.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად" - აცხადებს მერია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.