რუსეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს წარწერისთვის “პუტინმა მოკლა ნავალნი”

სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ევგენი სმირნოვს, რომელსაც ბრალად ედება წარწერის გაკეთება “პუტინმა მოკლა ნავალნი.” გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პოლიტიკური ტექსტი ღობეზე 16 თებერვალს დაწერა. მის დაკავებას წინ უძღოდა სახლის ჩხრეკა – ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს საბანკო ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა. სმირნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 თებერვალს გადაიყვანეს.
ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა საგანგებო რეჟიმის კოლონია “პოლარულ მგელში”. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო