არქივი10 მარტი, 2024, 14:54
რუსეთში 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს სტუდენტს, რომელმაც WiFi-ს "დიდება უკრაინას" დაარქვა
მოსკოვის სასამართლომ 9 მარტს 10-დღიანი პატიმრობა სტუდენტს მას შემდეგ მიუსაჯა, რაც მან WiFi-ს ქსელს პროუკრაინული სლოგანი "დიდება უკრაინას" დაარქვა. ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია RIA Novosti-მ გაავრცელა.
სტუდენტმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში WiFi-ს ქსელის სახელი შეცვალა და Slava Ukraini ("დიდება უკრაინას") დაარქვა, რის გამოც სასამართლომ იგი "ნაცისტური სიმბოლიკის საჯაროდ გამოფენაში" ბრალდებულად ცნო.
RIA Novosti-ს ცნობით, ქსელის სახელის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიციის ოფიცერმა შეატყობინა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.