ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კაცს, რომელმაც კახეთში ორი მეზობელი მოკლა, 18 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

თელავის საქალაქო სასამართლომ 18 წელი მიუსაჯა კაცს, რომელმაც ორი თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხელში მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულ კაცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც მას დანაშაულის ჩადენის მომენტში შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულში, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას. ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.