რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ “გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ გელენჯიკში. აფეთქებების შემდეგ აეროპორტის მახლობლად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება