Reuters – რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული დრონის დარტყმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა, რომელიც ღრმად, ციმბირში მდებარეობს, ომის განმავლობაში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე შორი მანძილის თავდასხმა გახდა.

გამოცემის თქმით, ქარხნის მუშაობის შეჩერება, რომელიც რუსეთში ბენზინის ყველაზე დიდი მწარმოებელია, სავარაუდოდ, მთელ ქვეყანაში გაამწვავებს საწვავის დეფიციტს.

„ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები ორშაბათს თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან.

ახლა დაზიანებების შეფასება მიმდინარეობს, შესაბამისმა სამსახურებმა აღდგენითი სამუშაოების ორგანიზება მოახდინეს“, – განაცხადა ციმბირში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ანატოლი სერიშევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს