პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში გენერალ ზავადსკის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურეს

რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს გენერალ ზავადსკის სიკვდილი უკრაინის წინააღმდეგ ომში.
"უკრაინაში, მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი გარდაიცვალა" - განაცხადა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა. თუმცა სად და რა ვითარებაში, ამაზე არაფერი უთქვამს - "გარდაიცვალა საბრძოლო პუნქტზე სპეცოპერაციის ზონაში" - თქვა გუსევმა
რუსი გენერლის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა ვერსია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში, ნაღმზე აფეთქდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.