ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს | მედია

რუსეთში, ბურიატიაში, ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთზე ერთ დღეში მეორე სატვირთო მატარებელი ააფეთქეს. აფეთქება სევერომუის გვირაბის შემოვლით გზაზე მოხდა. იქამდე კი რუსების საწვავით დატვირთული ეშელონი გვირაბში ააფეთქეს.
მეორე მატარებლის აფეთქების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს.
აფეთქდა საწვავის ავზები, რომლებიც მატარებლით გადაჰქონდათ, გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
უკრაინული მასმედია უშიშროების ძალებიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეორე მატარებელი შემოვლით ხიდზე ააფეთქეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.