რუსეთის “ეფესბემ” ბელარუსის მოქალაქე დააკავა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე მატარებლების აფეთქების ბრალდებით

ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს ბაიკალ-ამურის მთავარ მაგისტრალზე ორი სატვირთო მატარებლის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. ის აღმოჩნდა ბელარუსის მოქალაქე, რომელმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, რუსეთის რკინიგზის ყველაზე გრძელ სევერომუისკის გვირაბში და მის გარშემო შემოვლით გზაზე, აფეთქებები ნოემბრის ბოლოს მოხდა.
გამოძიების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საწვავის ავზები ააფეთქეს. გვირაბში მატარებლების მოძრაობა შეწყდა, ხოლო შემოვლითი გზით შემადგენლობები დიდი შეფერხებით მოძრაობდნენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაიკალ-ამურის მაგისტრალური ხაზი აქტიურად გამოიყენება ჩინეთთან ვაჭრობისთვის. გასული წლის განმავლობაში, რუსეთის რკინიგზის სტატისტიკის თანახმად, ბაიკალ-ამურის მაგისტრალითა და ტრანსს რკინიგზით 149 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს. ამავე გზით მოძრაობს სამხედრო დანიშნულების ტვირთიც.
“ეფესბეს” ანგარიშში ნათქვამია, რომ ტერაქტის შედეგად აფეთქდა ტაიშეტ-ტინდასა და ტაიშეტ-ნერიუნგრის მარშრუტებზე მოძრავი მატარებლები, რომლებიც ნავთობპროდუქტებით იყო დატვირთული. საიდუმლო სამსახურმა სავარაუდო ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა. ვიდეოზე მისი სახე არ ჩანს.

ჩანაწერის გმირი ირწმუნება, რომ ძველი ნაცნობისგან მიიღო აფეთქების შეთავაზება და მისი თხოვნით და ჯილდოს სანაცვლოდ, სევერობაიკალსკში დაამონტაჟა მაგნიტური ჭურვები მატარებლებში. არ არის ცნობილი, რა პირობებშია გაკეთებული ჩანაწერი და იყო თუ არა ეჭვმიტანილი კვალიფიციური დაცვით უზრუნველყოფილი. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ