ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Kyiv Post: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთ-ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსეთისა და ჩინეთის სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებელი ააფეთქა - ინფორმაციას გამოცემა Kyiv Post ავრცელებს. Kyiv Post-ს უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის წყარომ განუცხადა, რომ მატარებელი მიზანში მაშინ ამოიღეს, როდესაც ის გვირაბში გადიოდა.
„ამჟამად რუსები იყენებენ ამ მარშრუტს, მათ შორის სამხედრო მარაგისთვის. აფეთქების შემდეგ ის პარალიზებულია“. - დაამატა წყარომ.
წყაროს თქმითვე, რუსეთის უშიშროების სამსახურები, შემთხვევის ადგილას გამოძიებას აწარმოებენ, მუშები კი გვირაბის აღდგენას ცდილობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.