რუსეთს 121 დრონით შეუტიეს, არის ხანძარი და მსხვერპლი — მედია

რუსეთის ქალაქ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.
ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში აიტვირთა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და აფეთქებების შესახებ რუსეთის ფედერაციის სხვა რიგ რეგიონში.
რუსული მხარის ინფორმაციით, სარატოვის ოლქში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, სხვები კი დაშავდნენ. გუბერნატორის ცნობით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ახლომდებარე სკოლაში დროებითი განსახლების ცენტრი შეიქმნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათ შორის, კრასნოდარის მხარეში, ანექსირებული ყირიმის თავზე, ბრიანსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, სარატოვის, სტავროპოლის, ტულის, როსტოვის და რიაზანის ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია