არქივი6 აგვისტო, 2025, 10:39
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დილით რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქზე დარტყმები განახორციელეს. ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია”, - აცხადებს ივან ფედოროვი.
ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად 9 შენობა დაზიანდა.
“მძიმე და საშუალო მდგომარეობაში მყოფი ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.