არქივი2 აპრილი, 2025, 18:08
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 1-ელი მაისიდან დაიწყება

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკო აფხაზეთში ვიზიტისას განუცხადა.
„პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით ავიამიმოსვლის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ.
სოხუმის აეროპორტში სრულყოფილი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება“, - განაცხადა მან.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.