კირილ დმიტრიევი – მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავენ

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას განიხილავენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„ჩვენი საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მათ შორის რუსებისთვის პრაქტიკულ საკითხებზე. ფაქტობრივად, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხში პროგრესს მივაღწევთ“, – განუცხადა დმიტრიევმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, კირილ დმიტრიევმა გუშინ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის ვაშინგტონში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“