არქივი2 აპრილი, 2025, 17:37
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.
„1-ელი მაისიდან სოხუმის აეროპორტში სრულფასოვანი ავიამიმოსვლა ამოქმედდება“, - განაცხადა სერგეი კირიენკომ.
მისი თქმით, „რუსეთი და აფხაზეთი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორები არიან“.
ცნობისთვის, მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-ის მიერ 7 თებერვალს განხორციელდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.