არქივი1 ივლისი, 2024, 12:11
რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი
რუსეთმა ხარკოვზე საავიაციო ბომბით იერიში მიიტანა.
ბომბი ფოსტის შენობასთან არსებულ ავტოპარკში ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი.
დაბომბვის შედეგად ფოსტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 8 მსუბუქი ავტომობილი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
კრემლის მიერ მართული რუსული მედიები წერენ, რომ ფოსტის შენობაში ქალაქ მიკოლაევის პარტიზანების მეთაური სერგეი ლებედევი იმყოფებოდა და იერიში სპეცოპერაციის ნაწილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.