რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ცენტრალური ბანკის ყოფილი წარმომადგენელი ალექსაშენკო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სერგეი ალექსაშენკო, წარსულში რუსეთის ბანკის დირექტორის მოადგილე და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე – იუწყება რუსეთის მედია 18 ნოემბერს.
ალექსაშენკო აკრიტიკებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აშშ-ში ცხოვრობს მას მერე, რაც უთანხმოება მოუვიდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებასთან. მას უკვე მისადაგებული აქვს “უცხოეთის აგენტის” სტატუსი.
TASS-ის ცნობით, ალექსაშენკოს სახელი შსს-ის ძებნილთა სიას დაუკონკრეტებელი ბრალდებით დაუმატეს. რუსეთის პარლამენტის წევრმა, ვასილი პისკარევმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ ალექსაშენკო მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავების პროცესში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ