ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

რუსეთმა “ქართული ლეგიონი” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
რუსეთმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა “ქართული ეროვნული ლეგიონი”, რომელიც უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას სამთავრობო პროპაგანდისტული TASS-ი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე (ФСБ) დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა.
ФСБ-ის გ განცხადებაში წერია, რომ “ქართული ლეგიონი” 2014 წელს შეიქმნა “უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პატრონაჟით” და დღეს “ეროვნული ნიშნით დაკომპლექტებულ ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირება”. განცხადებაში წერა, რომ ლეგიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში და “რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წამებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.