ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადამ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ კანადის საჯარო უსაფრთხოების მინისტრმა დომინიკ ლებლანკმა დაადასტურა და ამ ნაბიჯს "ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი" უწოდა.
გუშაგთა კორპუსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ცენტრია და მჭიდრო კავშირები აქვს აიათოლა ალი ხამენეისთან. კანადის საპარლამენტო ოპოზიცია და კანადაში ემიგრირებული ირანული დიასპორა წლების მანძილზე ითხოვდა IRGC-ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
ამ გადაწყვეტილებით, ირანის ათასობით მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის IRGC-ის რიგით წევრებს, კანადაში შესვლა აეკრძალებათ. როგორც ცნობილია, ამჟამად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დაახლოებით 190 000 თანამშრომელი ჰყავს, რაც მოიცავს ირანის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეიარაღებულ ძალებს.
IRGC-ს მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ახლო აღმოსავლეთში, სადაც სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, მაგალითად ჰამასს, ჰეზბოლას და ჰუსიტებს, ფინანსებითა და შეიარაღებით ამარაგებს. ირანის საზღვრებს გარეთ მსგავს ოპერაციებს გეგმავს და ახორციელებს Quds-ის ძალები, რომელიც კანადას უკვე შეყვანილი ჰყავს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.