ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

18 ივლისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი ადამიანი.
"დაახლოებით 2:30 საათზე, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 60 წლის ქალი, ჭრილობები მიიღეს 69 და 80 წლის კაცები. იერიშის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი". – წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რაკეტა ჩამოაგდო.
რუსმა ოკუპანტებმა შაჰედის ტიპის დრონები და X-59 ტიპის მართვადი რაკეტები კურსკიდან ააფრინეს.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.