პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

24 ივლისს, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორ ადამიანს ჯერჯერობით ეძებენ.
სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კიდევ ორ ადამიანს ამჟამად ეძებენ. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ცხედარი, ვინაობა დგინდება". - წერს სინეგუბოვი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.