ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, 5 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტით დაარტყა

რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, 5 ბალისტიკური და 5 ფრთოსანი რაკეტით დაარტყა

რუსეთმა უკრაინას ისევ დრონებით შეუტია – როგორც უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები იტყობინება, 19 აგვისტოს, ღამით, რუსეთმა უკრაინას 270 დრონით, ხუთი ბალისტიკური და ხუთი ფრთოსანი რაკეტით დაარტყა. თავდასხმაში სტრატეგიული ავიაციაც მონაწილეობდა.
უკრაინა იტყობინება, რომ დრონებისა და რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა დაფიქსირდა 40-ზე მეტი მოხვედრა. მათ შორის Х-101 ტიპის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტისა Искандер-М.
ვრცელდება ცნობები პოლტავის ოლქზე განხორციელებული მასირებული იერიშის შესახებ, რის შემდეგაც ათას ხუთასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.