რუსეთმა უკრაინის 11 ქალაქზე საჰაერო იერიშები მიიტანა, არის მსხვერპლი
12 ადამიანი დაშავდა დნიპროში რუსული რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას. რეგიონის გუბერნატორის, სერჰი ლისაკის თქმით, ნამსხვრევები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის 11 ქალაქზე მიიტანა, მათ შორის, ნიკოპოლზე - ქალაქზე, რომელიც ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მდებარეობს. ნიკოპოლზე იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ქალაქ ოჩერეტინეში, დაშავდა ორი ადამიანი და დაიღუპა ერთი. შაბათს, დონეცკის რეგიონში, რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.