რუსეთმა ლუგანსკის “გათავისუფლება” აპრილში მეორედ, ხოლო ჯამში მეხუთედ გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვირუსეთმა აპრილში მეორედ, ხოლო ჯამში მეხუთედ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ლუგანსკის ოლქი, სადაც თავად ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადეს, სრულად “გაათავისუფლა”. ამჯერად შესაბამისი განცხადება რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა გაავრცელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლუგანსკის “სრული დაკავების” შესახებ ბოლოს 1 აპრილს განაცხადა.
“მარტისა და აპრილის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს 34 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 700 კვ.კმ ტერიტორია. ჯამში ჩვენს კონტროლქვეშ გადავიდა 80 დასახლებული პუნქტი და 170-ზე მეტი კვ.კმ. ტერიტორია. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება სრულად დასრულებულია” – განაცხადა გერასიმოვმა. მისი თქმით, ურუსეთის არმია წინ “ყველა მიმართულებით” მიიწევს.
რუსი სამხედრო-ბლოგერები გენშტაბის უფროსის განცხადებას დაცინვით შეხვდნენ. “მეხუთე წელიწადში მეოთხედ! ვაშა!” – დაწერა Telegram-არხმა ტროიკამ. არხმა Военкор Котенок-მა გერასიმოვის განცხადების ციტირებისას, აღნიშნა, რომ ლუგანსკის “‘სრულიად დაკავება' კარგ ტრადიციად იქცა”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ლუგანსკის ოლქი სრულად დაიკავეს