ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება

 „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა:
ქოცები წლების განმავლობაში ხალხს ატყუებდნენ მითით, თითქოს საწვავის ფასიდან მიშას 1 ლარი მიჰქონდა, მაშინ როცა ბენზინი დაახლოებით 2 ლარი ღირდა.
სინამდვილეში დარტყმა მოქალაქეების ჯიბეს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიაყენა, როცა საწვავზე აქციზი 200-დან 500 ლარამდე გაზარდა, ქვეყანა რუსულ ნავთობზე დამოკიდებული გახადა და ფასები ფაქტობრივად გააორმაგა.
შედეგად, მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება.
იგივე მძიმე სურათია ენერგეტიკაშიც: დენის ტარიფი 14–15 თეთრიდან დაახლოებით 30 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობის ნაცვლად რუსეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა.
ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მილიარდობით ლარის ბიტკოინი გამოიმუშავა, ხოლო მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან მაინინგის შედეგად გაზრდილი ენერგომოხმარებით გამოწვეული დეფიციტის საფასურს.
ციხეშია, თუმცა ის აუცილებლად გამოვა. -ის მიერ სანქცირებული ივანიშვილი აბასთუმანში დიდხანს მშვიდად ვერ დარჩება, ცენზორების იმედად.