რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა – ის საქართველოსაც შეეხება

რუსეთმა დღეიდან ბენზინის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა – ის საქართველოსაც შეეხება
დღეიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს. აკრძალვა 6 თვე იმოქმედებს და ის საქართველოსაც შეეხება. შესაბამისი დადგენილებმა რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა.
ვიცე-პრემიერმა მიშუსტინისთვის 21 თებერვალს მიწერილ წერილში ახსნა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა საგაზაფხულო საველე სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნის გაზრდით, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისა და ზაფხულის არდადეგებით.
“იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტებზე ნაჩქარევი მოთხოვნილება შემცირდეს, საჭიროა ზომების მიღება ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის”, – აღნიშნა მან.
ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
ამას გარდა, რუსეთმა შესაძლოა ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს, რომ საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ. მისი ნორმა ამ დროისთვის 12,5%-ია.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოში ბენზინს დაახლოებით 20 თეთრით გააძვირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ოკუპანტი ქვეყნისგან საქართველო 60%-ზე მეტ საწვავს ყიდულობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…