ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.
TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.
ინფორმაცია TASS-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.