პირველი მარტიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას აპირებს
რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისთვის“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.