ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან – დონალდ ტრამპი

რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან – დონალდ ტრამპი

რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ახლახან ჩამოვფრინდი რომში. კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, რათა დაასრულონ [პროცესი]. ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეაჩერეთ სისხლისღვრა, ახლავე! ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭირო იქნება ამ სასტიკი და უაზრო ომის დასასრულებლად დახმარების გასაწევად!“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.