რუსეთი: ბელგოროდის ოლქში უკრაინული შეტევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები
ბელგოროდის ოლქის გუბერტნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინამ სოფელ ნიკოლსკოეში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი 17 წლის ახალგაზრდა და ერთი ზრდასრული კაცი. ნანგრევებიდან ამოყვანილია მცირეწლოვანი გოგო, რომელსაც თავის ქალის დაზიანება აქვს მიღებული, ის საავადმყოფოში იმყოფება, მისი სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან.
"ოპერატიული სამსხურები აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. სახლის ნანგრევების ქვეშ დიდი ალბათობით კიდევ ორი ქალი იმყოფება". – ამბობს გლადკოვი.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ერთი მათგანი მაშველებს ადამიანების ამოყვანაში ეხმარებოდა და გაზით მოიწამლა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.