რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსების მიერ კრივი-რიჰის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“კრივი-რიჰი. ისევ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები. 3 გარდაცვლილი და 38 დაშავებული, მათ შორის არიან ბავშვები. თუმცა ეს ციფრები საბოლოო არ არის, ვინაიდან, საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება",- წერს კლიმენკო.
ცნობისთვის, აქამდე კრივი-რიჰის დაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა დაწერა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი რაკეტის აფეთქება დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პირდაპირ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.