ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: ВСУ-მ ბელგოროდში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა, ჩამოინგრა სადარბაზო

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, კორპუსს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა.
"ჭურვმა ხარკოვის მთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 9-სართულიანი სადარბაზო ჩამოანგრია". – წერს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად ამ ეტაპზე დაღუპულია 4 და დაშავებულია 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სადარბაზოს ჩამონგრევამდე ცოტა ხნით ადრე, ქალაქში საჰაერო განგაშის სირენა ჩაირთო.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აფეთქება ჩანს, თუმცა არ ჩანს ჭურვის მოფრენა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.