გუბერნატორი - ბელგოროდში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
ბელგოროდში საცხოვრებელ კორპუსს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც მეათედან პირველ სართულამდე სადარბაზო ჩამოინგრა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის რაიონი დაბომბა, ხარკოვის გორაზე, ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, ჩამოინგრა მთელი სადარბაზო, მეათედან პირველ სართულამდე", - აცხადებს გუბერნატორი.
რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცნობისთვის, დილით ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში სარაკეტო თავდასახმის საფრთხე გამოცხადდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.