ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ბელგოროდში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდი დაბომბეს. ჭურვი ათსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც მთელი სადარბაზო ჩამოინგრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.