რუსეთის ხუთ რეგიონს დრონებით თავს დაესხნენ
გასულ ღამეს რუსეთში ბელგოროდის, ვოროჟენის, სმოლენსკის, კურსკის და ლიპეცკის რეგიონებს დრონებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
სმოლენსკში თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა დაადასტურა, რომ საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებს ცეცხლი თავდასხმის შედეგად გაუჩნდა.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმა მხოლოდ 4 რეგიონზე განხორციელდა და ლიპეცკის რეგიონს არ ახსენებს. უწყება ამტკიცებს, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ 8 დრონის ჩამოგდება შეძლო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.