ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის ოლქებში გაანადგურა.
ასევე, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, კარდიმოვსკის რაიონში მდებარე სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტში ხანძარი გაჩნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.